ნატახტარი, საქართველო

  • ღიაა - ორშაბათი-შაბათი 9:00-18:30

მსხვილ ობიექტზე მიიღეთ
განსაკუთრებული ფასდაკლება

დაგვიკავშირდით ეხლავე

+995 (598) 701 919

არქიტექტურა

არქიტექტურული პროექტი - პროექტის საფუძველია

არქიტექტურული პროექტირება არქიტექტორის ჩანაფიქრის ანარეკლს, მის შემოქმედებას და აზრებს გამოხატავს. პროექტი ფურცელზე დოკუმენტურად ასახავს შენობა-ნაგებობის ძირითად იდეებს.

არქიტექტურული პროექტის საწყის ეტაპზევე ხორციელდება სივრცის დაგეგმარება, განისაზღვრება შენობის კონფიგურაცია, შენობის ფუნქციონალი, ეფექტურობა, ენერგოეფექტურობა, ოთახების იზოლირება, ოთახების ხმო-იზოლაცია, სივრცის ერგონომიკა და მრავალი სხვა ფაქტორი, რომლებიც განსაზღვრავენ მაღალი ხარისხის და პროფესიონალურ პროექტირებას.

არქიტექტორი განსაზღვრავს მომავალი ნაგებობის სულს და გულს, პროექტში სივრცეები მოსახერხებელი განლაგებით, კარგად გააზრებული განათებით, შენობის ფასადების განლაგებით და მრავალი სხვა მეთოდებით. შენობის ინტერიერებისა და ექსტერიერისთვის მასალების კვალიფიციურად შერჩევა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნაგებობის ექსპრესიული სახე თავისი ხასიათით და ინდივიდუალობით.

არქიტერქურულ სამუშაოების პროფესიონალურ დონეზე ჩატარება გულისხმობს ბალანსს შემოქმედებით კომპონენტებს, მრავალი კონსტრუქციული და ნორმატიული საკითხის შექმნასა და სწრაფ გადაწყვეტას შორის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არქიტექტურაში არ არსებობს მცირე ობიექტები. ჩვენს მიერ შექმნილი ნებისმიერი არქიტექტურულ სამშენებლო ობიექტი, იქნება ეს კერძო ობიექტი, საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული ან თუნდაც საწარმოო ობიექტი, აუცილებლად უნდა ატარებდეს არქიტექტურულ იდეას. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა.

იდეა სხვა და სხვა გვარად შეიძლება იდებოდეს არქიტექტურაში: არქიტექტურა ფორმირებას უკეთებს სივრცეს, ქმნის ვიზუალურ წარმოსახვას ფორმის და ფერების მეშვეობით, შეუძლია სივრცეს განსაკუთრებული ატმოსფერო შესძინოს და აღქმის ფორმირებაზე მოახდინოს გავლენა იქ მყოფ ადამიანებისთვის. ნაგებობა ჰარმონიულად უნდა ჯდებოდეს მის ირგვლივ მიმდინარე სოციალურ და ეკონომიურ პროცესებში. ეს ხორციელდება ადგილმდებარეობის კონტექსტის ანალიზის მეშვეობით და შესაბამისი კონცეპტუალური მოდელის შექმნით, რაც არქიტექტურული სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო პირველი ნაბიჯებია.