ნატახტარი, საქართველო
-
-
ღიაა - ორშაბათი-შაბათი 9:00-18:30
ნატახტარი, საქართველო
ღიაა - ორშაბათი-შაბათი 9:00-18:30
ტემპერატურული ფარდები გამოიყენება ორი სივრცის ერთმანეთისგან გამოსაყოფად და საჭირო მიკროკლიმატის შენარჩუნებისთვის. კარის ან ჭიშკრის ღია მდგომარეობაში დატოვების შემთხვევაში, ტემპერატურული ფარდები ასრულებს ფარდის ფუნქციას და ხელს უშლის ჰაერის მასების ერთმანეთში არევას. ამ გზით ამცირებს დანახარჯებს სივრცის გათბობა-კონდიცირება 25-50 პროცენტით.
ტემპერატურული ფარდების დამზადება სტანდარტული, ყინვაგამძლე მასალისგან ხორციელდება, რომლის სიგანე 200, 300, 400 მილიმეტრს აღწევს, ხოლო სისქე 2, 3, 4 მმ-ს შეადგენს. ფარდის სექციების სიგანის, სისქის შერჩევა და მათი ურთიერთ გადაფარვის სიდიდის შერჩევა ხდება დანიშნულების, მიზნობრიობის და ფარდის სიმაღლის გათვალისწინებით.
ყინვაგამძლე ფირის გამოყენება ხდება სამაცივრო და საყინულე კამერებში და გააჩნია სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი -40-დან +15 გრადუსამდე. ასევე სტანდარტული ფირები გამოიყენება საწარმოო შენობების გამოსაყოფად, რომელთა სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი არის -5-დან +50 გრადუსამდე.
ფირების სტანდარტული და ყინვაგამძლე ტიპები გამოიყენება თითქმის ყველა შენობაში, რომელთა სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი განისაზღვრება -40-დან +50 გრადუსის ფარგლებში.
ტემპერატურული ფარდები ეკოლოგიურად და ჰიგიენურად უსაფრთხოა. ძალიან მარტივად ირეცხება როგორც წყლის ჭავლით, ასევე მოვლის სხვა საშუალებებით. არის ასევე ცეცხლმედეგი.
ტემპერატურული ფარდები ახორციელებს გარემოს ეფექტურ იზოლირებას, რითაც ინარჩუნებს შენობაში საჭირო მიკროკლიმატს, რაც საშუალებას გვაძლევს გათბობა-კონდიცირება მოვახდინოთ დანახარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა.
მარტივი ინსტალაციის შესაძლებლობა საშუალებას გვაძლევს უმოკლეს ვადაში მოვახდინოთ ღიობში ტემპერატურული ფარდების ხარისხიანი და ეფექტური მონტაჟი.