ნატახტარი, საქართველო
-
-
ღიაა - ორშაბათი-შაბათი 9:00-18:30
ნატახტარი, საქართველო
ღიაა - ორშაბათი-შაბათი 9:00-18:30
სენდვიჩ-პანელი ეს არის თანამედროვე სამშენებლო მასალა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება თავისი ხელმისაწვდომობისა და კარგი მახასიათებლების გამო. სიმყარის მახასიათებლებით არ ჩამოუვარდება სხვა სახის სამშენებლო მასალებს და ამასთანავე ბევრად მსუბუქია. მრავალი რიგი მახასიათებლების მიხედვით ის მნიშვნელოვნად უპირატესია აგურისა და ბეტონის ბლოკებზე.
სენდვიჩ-პანელის უპირველესი უპირატესობა წლის ნებისმიერ პერიოდში შეუფერხებელი გამოყენება და სამუშაოების წარმოება. სენდვიჩ-პანელებს აქვს დახვეწილი შიდა სტრუქტურა, ფერთა არჩევის დიდი გამა და შესაძლებლობა მიეცეს ნაგებობას ესთეტიური სახე. სწორედ ამ თვისების გამო არ არის საჭირო შენობის შიდა და გარე ფასადის მოპირკეთება.
სენდვიჩ-პანელების მსუბუქი ტრანსპორტირება - ეს ის უმთავრესი უპირატესობაა რაც გააჩნია სხვა მასალებთან მიმართებაში.შედარებისთვის - ერთი კვადრატული მეტრი სენდვიჩ-პანელის მიწოდებისთვის საჭიროა 40-ჯერ ნაკლები დანახარჯი თუნდაც რკინა-ბეტონის ან აგურის მასალების მიწოდებასთან შედარებით. ამასთანავე სენდვიჩ-პანელის კონსტრუქციებს აქვთ შესაძლებლობა მოხდეს მათი დემონტაჟი, სხვა ადგილას გადატანა და იქ ხელახალი მონტაჟი.
სენდვიჩ-პანელების სიმსუბუქე განაპირობებს ფუნდამენტის შესაქმნელად ნაკლები დროის დანახარჯებს, რადგან საჭიროება არ არის მძიმე კონსტრუქციების შესაბამისი ფუნდამენტის მოწყობა. მასალის სიმსუბუქე საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ სამშენებლო პროცესი მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე.
გამოკვლევების თანახმად, 100 მმ სისქის სენდვიჩ-პანელს აქვს ისეთივე თბოიზოლაცია, როგორც:
მაღალი თბოიზოოლაციური თვისებების გამო მნიშვნელოვნად მცირდება დანახარჯები შენობის გათბობა-კონდიცირებაზე. კედლების მცირე სისქე ზრდის შენობის სასარგებლო ფართის მოცულობას. სენდვიჩ-პანელები ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ფასადის დამატებითი თბოიზოლაციისათვის და რეკონსტრუქციისათვის.
სენდვიჩ-პანელების გამოყენებით აგებული შენობების ექსპლოატაციის ვადა აღემატება 40 წელს. ექსპლოატაციის პერიოდის ვადის გახანგრძლივებას განაპირობებს შენობის დაზიანებული ნაწილის ცალკეული ელემენტებით ჩანაცვლების შესაძლებლობა. ასე მაგალითად შესაძლებელია შენობის მხოლოდ დაზიანებული ნაწილის ახლით ჩანაცვლება.