ნატახტარი, საქართველო
-
-
ღიაა - ორშაბათი-შაბათი 9:00-18:30
ნატახტარი, საქართველო
ღიაა - ორშაბათი-შაბათი 9:00-18:30
საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ თბილი, ეკოლოგიურად სუფთა, ცეცხლგამძლე, საიმედო სახლების მშენებლობა ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია, რომ სახლის კარგი საშენი მასალა მხოლოდ აგური, ხე და ბეტონია, რაც მნიშვნელოვან ფულადი სახსრებისა და დროის ხარჯებს მოითხოვდა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მასალებიც შეიცვალა. გამოჩნდა ისეთი მასალები, როგორიცაა გაზობეტონი, პენობლოკი კომბინირებული ბლოკები და ასე შემდეგ, მაგრამ ამ მასალებით მშენებლობასაც ჯერ მაინც დიდი დრო სჭირდება.
მშენებლობის ნამდვილი მიღწევა სენდვიჩის პანელების გამოგონება იყო. სენდვიჩის პანელი არის სამშენებლო მასალა, რომელიც შედგება სამი ფენისგან. გარე 2 ფენა დამზადებულია მძიმე მასალისგან. ეს შეიძლება იყოს ლითონი, OSB, PVC, fiberboard, მაგნიტიტის ფირფიტა. მესამე, ცენტრალური ფენა არის საიზოლაციო ფენა. საიზოლაციო ფენად გამოიყენება ისეთი მასალები, როგორიცაა მინერალური ბამბა, პოლიურეთანის ქაფი, გაფართოებული პოლისტიროლი, მინაბამბა, პოლიპროპილენი. მიღებული მასალა ძალიან გამძლე და თბილია. დანიშნულების მიხედვით სენდვიჩ-პანელები 2 ტიპის არსებობს - კედლის და გადახურვის. სენდვიჩის პანელების გამოგონებამ შესაძლებელი გახადა თბილი შენობების აშენება ძალიან სწრაფად და მინიმალურ ფასად.
ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ პროდუქტს. ეს არის სენდვიჩ პანელების ბაზაზე დამზადებული, ფართო გამოყენების მქონე კოტეჯები.
ამ კოტეჯებით დაინტერესდებიან ტურისტულ და დასასვენებელ-გასართობ ბიზნესში მყოფი კომპანიები, კერძო პირები, რომელთაც სურთ თავიან სააგარაკე ნაკვეთში კოტეჯის ჩადგმა და ა.შ.
ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი არჩევანს აჩერებს სენდვიჩის პანელებისგან აშენებულ სახლზე-კოტეჯზე, არა მხოლოდ მისი სარგებლიანობის გათვალისწინებით, არამედ ექსპლუატაციის კუთხითაც. ჩვენ გთავაზობთ კოტეჯების სხვა და სხვა პროექტს. ხელშეკრულების გაფორმების შემდე, კომპანია ამზადებს სახლის პროექტს, კლიენტის სურვილის გათვალისწინებით და ასრულებს სამუშაოს სრულ სპექტრს. მშენებლობა რამდენიმე ეტაპს გულისხმობს:
ამ პროდუქტის-მომსახურების ძირითადი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან მოკლე დროში, მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობით შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას ჩაიდგას სენდვიჩ-პანელის ბაზაზე აგებული კოტეჯი, თქვენს მიერ მოწონებული პროექტის მიხედვით.
პროდუქტი გულისხმობს, როგორც უშუალოდ კოტეჯს, ასევე კოტეჯის შიდა მოწყობას.