იატაკების მოწყობა, დიზაინი, ნებისმიერი სახის იატაკის საფარველის დამზადება-ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც სრულდება ჩვენს მიერ პროფესიონალურად, ხარისხიანად და პასუხისმგებლობით. ჩვენი წარმოება მოიცავს მომსახურების სრულ სპექტრს ამ მიმართულებით.
ტერმინი „სამრეწველო იატაკის" გულისხმობს იატაკს, რომელიც გაუძლებს ნებისმიერი ძალის დატვირთვას სამრეწველო დაწესებულებებში გამოყენებისას. გამოყოფენ დატვირთვის რამდენიმე სახეს:
- სტატიკური - წარმოიქმნება მძიმეწონიანი მოწყობილობების, კონტეინერების, მძიმე საგნების, თაროების და ა.შ. ზეწოლის შედეგად.
- დინამიური - წარმოიქმნება მოწყობილობების და ტექნიკის მუშაობის შედეგად, რომელთაც აქვთ დინამიური დატვირთვა(პრესები, მანანები, რომლებიც განკუთვნილია სიმძიმეების ასაზიდად და ა.შ) , ასევე სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას (საძირკველის დატკეპნა) და ა.შ.
- აბრაზიული - წარმოიქმნება ტვირთის გადამტანი, ამზიდავი მანქანების მუშაობის შედეგად (ურიკები, მტვირთავები და ა.შ.), მუშების გადაადგილებისას, რომლებიც ეზიდებიან ტვირთს, სილას(მიწისქვეშა გადასასვლელები, სავაჭრო პუნქტები)
- დარტყმითი - წარმოიქმნება სარემონტო სამუშაოების შედეგად: მოწყობილობების დემონტაჟისა და აწყობისას.
- ტემპერატურული - წარმოიქმნება ტემპერატურული ცვალებადობების შედეგად, შენობებს შორის ღიობებში, მაღალტემპერატურულ ღუმელებთან და ა.შ.
- ქიმიური - იატაკის ზედაპირზე აგრესიული ქიმიური ხსნარებით ზემოქმედებისას.
უპირველეს ყოვლისა, დატვირთვის სახეობის გათვალისწინებით იქმნება სამრეწველო იატაკის პროექტი. მშენებლობის დაწყებამდე ხდება გათვალისწინება გრუნტის და კლიმატური პირობების.
სამრეწველო, ინდუსტრიული იატაკები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მთავარ მოთხოვნებს:
- უნდა იყოს მედეგი ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედების მიმართ;
- უნდა იყოს მყარი;
- ეკოლოგიურად უნდა იყოს უსაფრთხო;
- უნდა იყოს ლამაზი;
- არ უნდა იყოს ძვირი;
სამრეწველო, ინდუსტრიული იატაკების გამოყენების სფეროები:
- კვების მრეწველობა;
- სამედიცინო ინდუსტრია;
- ცელულოზის და ქაღალდის ინდუსტრია;
- ნავთობის გადამამუშავებელი ინდუსტრია;
- ქიმიური მრეწველობა;
- სპორტული ობიექტები;
- საწარმოები;
- საზოგადოებრივი ადგილები;
გამომდინარე იქედან, რომ სამრეწველო იატაკები არ საჭიროებს დიდ მოვლას და ვიზუალურადაც არის ლამაზი, დღეს დღეისობით სარგებლობენ დიდი მოთხოვნით სხვა და სხვა სფეროში.